9 წელი აგვისტოს ომიდან - პოლიტიკოსები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ
პოლიტიკა - 12:15, 07 Aug, 2017     1210
აგვისტოს ომის 9 წელისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.


პოიტიკოსებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილისსაარჩევნო შტაბის უფროსი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოშისაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედროაგრესია განახორციელა.

„სამხედრო ტერორისტული აგრესია მიმართული იყო ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების წინააღმდეგ. ის, რომაგრესია შეჩერებული იქნა, ამის დამსახურება უპირველეს ყოვლისა ქართველ ერს და ჩვენშეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. რაც შეეხება აგრესორს, მან იმ დღეებში ნახა, რომ ძალიანძვირი ფასის გადახადა მოუწია ამ აგრესიის ჩატარებისთვის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ითხოვს.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ ვითარებაში, არა რუსეთისთვის თავის დახრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძლიერია, არამედ ბევრად უფრო ძლიერ, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად კონსოლიდაცია. გონივრული, პატრიოტული, კომპეტენტური და საქმიანი მოთმინებით ქმედებები. მიზანმიმართული და ადეკვატური ქმედებები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მათი დახმარებით, ადრე თუ გვიან და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ადრე გავწევრიანდებით ნატოსა და ევროკავშირში, გავამთლიანოთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42