საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს.
გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს და აღნიშნა რომ სერჟანტი გლობალური უსაფრთხოების დაცვისას საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
"ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს გენშტაბის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ნატო-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
მასალის გამოყენების პირობები






