"ევროპული საქართველო" ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს
პოლიტიკა - 13:13, 06 Aug, 2017     901

გასულ კვირას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა განცხადება ქართული სკოლების "რესპუბლიკის" საერთო განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც სწავლების რუსულ მოდელსა და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს.

ანატოლი ბიბილოვი ასევე უკმაყოფილოა, რომ ახალგორის სკოლებში სასწავლო პროცესი, მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მისი თქმით, სწავლება, იქაც, როგორც დანარჩენ სკოლებში, რუსულ ენაზე უნდა წარიმართოს, ქართული კი შესაძლებელია რიგით საგნად დარჩეს.

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართეს „ევროპულ საქართველოს“ ლიდერებმა სეგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა.

მათი თქმით ოკუპანტები აფხაზეთში განხორციელებულ სცენარს იმეორებენ - 2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუქმდა ქართული სკოლის სტატუსი და ქართული ენა 2-საათიან არასავალდებულო საგნად დარჩა რამდენიმე სკოლის დაწყებით საფეხურზე.

2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. ,,სასკოლო რეფორმა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31- დან 11-მდე შემცირდა, მოგვიანებით, 2015 წლიდან, აფხაზეთში აღარ ფუნქციონირებს არც ერთი ქართული სკოლა.

"ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეგიონში მცხოვრები ყველა ქართველი მოსწავლე ქართული სასკოლო სახელმძღვანელოებით უნდა მოამარაგოს და დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს ქართული სკოლის სტატუსი აღუდგეთ.

"საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საერთაშორისო ინსტიტუტებში ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების შელახვის ფაქტზე და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები:

· უპირველეს პრობლემად განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია და მათთვის მშობლიური ენა ქართულია, ამასთანავე, ყველაფერთან ერთად, ისინი ვერ ფლობენ რუსულ ენას, რომელზეც მათ უნდა მოუწიოთ სწვალების წარმართვა.

· 2017-18 სასწავლო წლისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი.

· ასევე, რეგიონში მცხოვრები ყველა ქართველი მოსწავლისათვის, დაუყოვნებლივ იქნას მიწოდებული სასწვლო პროცესისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი," - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში.

·





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42