ამ კონტექსტში საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა მეგობარ ქვეყნებთან კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ვექტორი საქართველოზე პირდაპირ არ აისახება.
რაც შეეხება აგვისტოს ომს, მისი თქმით, ამ ომიდან არცერთი მხარე მოგებული არ გამოსულა.,
"შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულ ფონს, რა თქმა უნდა ვხედავ. უშუალო, პირდაპირი საშიშროება, რომ ეს დაძაბულობის ვექტორი პირდაპირ საქართველოზე გატარდეს, აქაც დაუბრუნდეთ საგანგებო წარმომადგენელს, დაძაბული ფონიდან გამომდინარე კიდევ უფრო ლოგიკურია ამ საკითხზე ფიქრი.
რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა ეს არის გაგრძელება იმ პარადიგმის, რომელმაც სიკეთე არავის მოუტანა. ამ ტრაგედიას, რომლის ცხრა წლის თავსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ტკივილით აღვნიშნავთ, კატასტროფული შედეგები მოუტანა საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს უპერსპექტივობა მოუტანა და საერთაშორისო გაკიცხვა მოუტანა რუსეთს. ეს იყო ომი, რომლის შედეგადაც ვერავინ ვერ მოიგო. ყველამ თავის ინტერესებში წააგო. ამის გააზრებით და ძალიან ახლო კოორდინაციით ჩვენს პარტნიორებთან, ფიქრობ, რომ მშვიდობიანად ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ინტერესებს. როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში მოხდა"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






