აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში გამოცდილ მეთოდებს იშველიებს
პოლიტიკა - 21:01, 05 Aug, 2017     1581
ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მის ინიციატივას კიდევ ერთხელ განმარტავს.

ქვეყნის პირველი პირი "იმედსთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან მზარდი მხარდაჭერის პირობებში მსგავსი ფორმატების ინტენსიფიცირება მნიშვნელოვანია.

"რადგან ასეთ ახალ, ინტენსიურ ურთიერთობაზე გადავდივართ, რადგანაც ჩვენ ვართ ისეთ განსაკუთრებულ რეგიონში, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული გამოწვევები, რადგანაც ამერიკელები ასე აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან, ჩვენ რას ვამბობთ - არსებობს მზარდი ინტერესი და მხარდაჭერა, შესაბამისად აუცილებელია ფორმატების კიდევ უფრო ინტენსიფიცირება. მათ შორის შეიძლება იყოს გამოცდილი მეთოდი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ეფექტურად მუშაობდა.

ეს ფორმატი უკავშირდებოდა კასპიის ზღვის ენერგომატარებლებს. ეს ფორმატი საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის ეპოქალური იყო. კლინტონის, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს იყო საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც საუბრობდა ამ გლობალური პროექტის განხორციელებაზე. ანალოგიური ახლა უკრაინაში მუშაობს. ანუ ეს არის ის რომ გაზრდილ ინტერესს კიდევ უფრო შეუწყოთ ხელი ახალი სტრუქტურებით"- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ის მიზეზებიც ახსნა, თუ რატომ გაიგეს მთავრობის წარმომადგენლებმა ინიციატივის შესახებ პოსტფაქტუმ. მისი თქმით, პენსის ვიზიტი დინამიური იყო და მან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ქვეყნის წინაშე არსებულიბ გამოწვევების გათვალისწინებით შესთავაზა უკვე არსებული გამოცდილების საქართველოსთან მიმართებით განხილვა.

"თუ ვინმე სვამს კითხვას - კარგი ურთიერთობა გვაქვს და აბა მეტი რა გვინდა? ეს არ არის კითხვის სწორი დასმა. სწორედ იმიტომ რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს, სწორედ იმიტომ რომ ჩვენმა დიპლომატებმა, ჩვენ მთლიანად ქვეყანამ, ქართველმა საზოგადოებამ და მე ეს ჩემი შეხვედრისას კონგრესმენებთან აღვნიშნე კიდეც, რომ ამ საზოგადოებამ, 25 წელიწადია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე ნეტი დარტყმა მიიღო ყველაზე მეტს გაუძელით, ოკუპაციასაც. უკრაინაში ახლა ხდება ოკუპაცია, ჩვენთან ოკუპაცია ფაქტობრივად 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. გაუძელით ენერგო ბლოკადასაც, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მდგრადობა არჩევანი და თავისუფლების სურვილი არ შეცვლილა. ჩვენ დავიმსახურეთ უფრო ინტენსიური დიალოგი"-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, ინიციატივის ირგვლივ კომუნიკაცია შედგა.

"თუ ვთანხმდებით, რომ ეს (ინიციატივა კარგია) დანარჩენი დეტალები არის მეორადი. ახლა ვიწყებთ მუშაობას. ჩვენი ამოცანა ხომ არის რომ რაც შეიძლება უკეთ მოვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, საზოგადოებას, დანარჩენი დეტალები გაირკვევა"- განმარტა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მის მიერ გაჟღერებული ინიციატივა პრემიერს სავარაუდოდ უხერხულობას არ შეუქმნიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42