როგორც "იმედს" ქვეყნის პირველმა პირმა განუცხადა, აშშ-მ სანქციების დაწესებით, რუსეთთან დიპლომატიური ომი მოიგო.
"რეალურად პროცესი პირველი იანვრიდან დაიწყო. როდესაც სენატორი მაკკეინი და კიდევ ორი სენატორი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიიდან ჩამოვიდა. რითაც ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს. მაშინ ტრამპი არჩეული პრეზიდენტი იყო. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავინახეთ ასეთი დიდი მხარდაჭერა აშშ-სგან. ეს არიან სენატორები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. ამის შემდეგ იყო არაერთი, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია იყო. ბიუჯეტის კანონში ძალიან ნათლად გაწერილი პოზიცია, რომელმაც საბოლოოდ, ისედაც მოგებული დიპლომატიური ომი არაღიარების ნაწილში, აქ ნათლად უნდა გაუსვათ ხაზი ქართული დიპლომატიის წარმატებას და აგრეთვე ჩვენი მეგობრების. ამ ომში ჩვენთან დაპირისპირებული მხარე, დიპლომატიურ ნაწილში საბოლოოდ წელში გადატეხა ამ კანონით.
ბოლოს, ერთდროულად, კანონი კონგრესსა და სენატში, რუსეთისთვის სანქციების გაძლიერების თაობაზე, პენსის ვიზიტი და ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერა. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავებას, რასაც ჰქვია რუსეთისთვის იმ გზავნილის მიწოდება, რომ აგრესიული ქმედება, იარაღის ჟღარუნი, დაჩაგვრა, ოკუპირება, ანექსირება მეზობლების არის მიუღებელი"- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას არა მხოლოდ არაღიარების პოლიტიკაზე, არამედ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.
„ამ გზავნილის დამგვირგვინებელი ნაწილი იყო ბატონი პენსის პოზიცია, რომელიც მან დააფიქსირა საქართველოში, დააფიქსირა იმ დროს როდესაც ჩვენ ერთობლივად ვატარებდით წვრთვნებს შეერთებული შტატების ძალებთან ერთად და დააფიქსირა ძალიან ნათლად. მეტიც, საუბარი იყო არა მარტო არაღიარების პოლიტიკაზე, საუბარი იყო უაღრესად ნათელ გზავნილებზე: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს არის ბუქარესტის სამიტის 2008 გადაწყვეტილება, მაგრამ ყოველთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ამ პოზიციის უფრო ახალი გაძლიერება და გამაგრება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ყველასთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს გზავნილები ორივე მნიშვნელოვანია"- განმარტა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






