"ხატები თავზე დაახიეს ბიჭებს" - სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს
პოლიტიკა - 12:12, 05 Aug, 2017     10896
"თურქეთში, სტამბოლის ციხეში 150-მდე საქართველოს მოქალაქე შიმშილობს. პატიმრების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. პატიმრები დიპლომატიურ წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ციხეში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერენ.

პატიმრების მეუღლეები აცხადებენ, რომ დაკავებულებს საკვებს არ აძლევენ. მეტიც მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებაც შეზღუდული აქვს.

მალტეპეს ციხიდან პატიმრებმა ოჯახთან დაკავშირება შეძლეს და დახმარება ითხოვეს.

"4 დღეა საჭმელი აღარ შეაქვთ, 150 ქართველი პატიმარი შიმშილობს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სალოცავი კუთხის არსებობაა. საელჩოში განცხადება შევიტანეთ, გვეუბნებიან რომ შევლენ თუმცა 4 დღეა უშედეგოდ ველოდეთ. პატიმრები საქართველოდან ელოდებიან დახმარებას, თუმცა საელჩოდან არავინ მიდის"- აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე.

კიდევ ერთი ქართველი მსჯავრდებულის ცოლი ყვება, რომ პატიმრებს საკანში არსებული ხატები "თავზე დაახიეს".

"თავიანთი სალოცავი კუთხე ჰქონდათ მოწყობილი და რომ იტყვიან დაურბიეს. შიმშილობა დაუწყიათ, ნორმალური საკვები არ არისო... მოთხოვნებზე კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს.რადგან შიმშილობა გამოაცხადეს საჭმელი აღარ მიაქვთ - მაინც არ ჭამთო. სხვადასხა ნომრებიდან ვრეკავთ საელჩოში, თუმცა რეაგირება არ აქვთ. კი, დამნაშავეა, სასჯელს იხდის, თუმცა ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კაცი მოკლა?! მათ ელემენტარული მოთხოვნა აქვთ, სალოცავი კუთხე და ნორმალური საკვები უნდათ"- აღნიშნა "კურიერთან" პატიმრის მეუღლემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42