ჯალაღანიას განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 26-27 ივნისს არის დაგეგმილი. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს.
ალიანსის 28 წევრი ქვეყნის ელჩი და გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.
ნატოს წევრი ქვეყნის ელჩები ასევე შეხვდებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებს.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატოს ელჩები ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიას დაესწრებიან.
როგორც ჯალაღანიამ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.
ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე.
მასალის გამოყენების პირობები






