"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი"- "თეთრი ხმაურის"ინიციატივა
პოლიტიკა - 11:11, 05 Aug, 2017     1867

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-ზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მოძრაობაში აცხადებენ, რომ შექმინლ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ნარკოპოლიტიკის სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმა იქნება, რადგან ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობას რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მუსიკალურ ფესტივალ „ჯემ ფესტზე“ მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. ამ ეტაპზე არ ვიცით არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ მოვლენებს შორის, თუმცა, შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში მივმართავთ მომხმარებლებს და საზოგადოებას, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გავრცელებულ ინფორმაციას.

მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავოთ საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გადაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირების, საინფორმაციო, თუ უსაფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად.

საჭიროა მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი: ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა! ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს. ეს კი მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოებს მსგავს ტრაგედიებთან“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42