ნაციონალური მოძრაობა დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოს უწოდებს. მათივე თქმით, ამგვარი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
„სამწუხაროა, რომ ეს არა მისი პირადი პოზიციაა, არამედ „ქართული ოცნების“ დოქტრინა, პოლიტიკა, რომელსაც ის 5 წელია ატარებს. ისინი ამბობენ და ფიქრობენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საოკუპაციო ხაზს გადმოწევა არ ხდება, მცოცავი ოკუპაცია არ მიმდინარეობს“- განაცხადა ბიბილაშვილმა.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა აცხადებს, მთავრობის წევრისგან გაკეთებული ამგვარი განცხადება ოკუპანტის ინტერესს ემთხვევა.
„არ შეიძლება საქართველოს მთავრობის წევრმა გააკეთოს განცხადება, რომელიც ერთი ერთზე ემთხვევა ოკუპანტის ინტერესებს. ასეთ განცხადებებს აკეთებენ რუსეთი დუმის წევრები. თუ შერჩენია ელემენტარული სინდისი, ამ ადამიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს“- აღნიშნა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






