"არ ვიცოდით თუ დუმის დეპუტატი იყო"- საპატრიარქოს განმარტება კავინოვის სტუმრობაზე
პოლიტიკა - 18:24, 04 Aug, 2017     2619

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატი არტიომ კავინოვი საპატრიარქოში იმყოფებოდა რუსეთის სამღვდელოებასთან ერთად და მათ არ იცოდნენ, რომ იგი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, დელეგაციამ საერო პირებთან ერთად ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა.

„არც ჩვენი მხრიდან ყოფილა მოწვევა და არც იმათი მხრიდან ყოფილა მოთხოვნა, რომ ეს პირი ჩამობრძანდეს. საზეიმო დახვედრა ამ ადამიანის კი არ იყო, საზეიმო დახვედრა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პატრიარქმა მიიღო და ეს იყო დაახლოებით 300 კაცი. მათ შორის იყვნენ რუსი სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებსაც ახლდა ეს ადამიანი. ეს რომ ოფიციალური მიღება ყოფილიყო, მას ოფიციალური სტატუსი მიეცემოდა და საპატრიარქო თავის სიტყვას იტყოდა ან მიღების ან არ მიღებისა. საპატრიარქომ საერთოდ არ იცოდა ვინ იყო. სამღვდელოება ერისკაცებთან ერთად მოვიდა პატრიარქთან. არავითარი საუბარი არ შემდგარა, პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცეს, ხელზე ემთხვივნენ და გავიდნენ"- განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსული დელეგაციის ერთ-ერთი მასპინძელი საპატრიარქოს წარმომადგენელიც არის, კერძოდ მამა გიორგი გურჩიანი იყო, ამ საკითხზე საპტრიარქოში განმარტეს, რომ მამა გიორგი გურჩიანი სასულიერო პირია, თუმცა არ წარმოადგენს საპატრიარქოს ოფიციალურ პირს, რომ მას სტუმრების მოწვევა შეეძლოს.

რუსეთის დუმის დეპუტატმა დაბადების დღე თბილისში, ქართველ მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

საუბარია არტიომ კავინოვზე, რომელიც მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა, იგი ვლადიმირ პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრია.

ირკვევა, რომ რუსი დეპუტატი საპატრიარქოში იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42