კვერცხის 60 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას დარღვევა არცერთში გამოვლინდა
პოლიტიკა - 17:54, 04 Aug, 2017     1970
ფრინველის კვერცხი ერთ-ერთი ფართოდ მოხმარებადი სასურსათო პროდუქტია. საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ სასურსათო კვერცხს მოიხმარს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხი სრულად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. 2016 წლის მონაცემით, საქართველოში 590 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული. შესაბამისად, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა)

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის მწარმოებელ-დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორების, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების, შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში გამოვლინდა.

მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება.

მიმდინარე წელს დაგეგმილია კვერცხის 245 ნიმუშის სხვადასხვა მაჩვენებლებზე კვლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42