"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ პარტიებს შორის პრაიმერის ჩატარების გამოცდილება არ არსებობს. შსაბამისად პარტია გიორგი ვაშაძის შეთავაზებას პრაიმერში მონაწილეობის შესახებ არ თანხმდება
"არჩევნებზე დაწესებული 50%-იანი ბარიერი ქმნის ბუნებრივად პრაიმერის შესაძლებლობას, რომ გავიგოთ რომელი ოპოზიციური კანდიდატია ყველაზე ძლიერი. იმედი გვაქვს, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია, მეორე ტურში მხარს ელენე ხოშტარიას დაუჭერს"- განაცხადა ირაკლი კიკვაველიძემ.
ვაშაძის ინიციატივა არასერიოზულია თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილისთვის. მან საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"პოლიტიკურ ცხოვრებაში მეც და ჩემს მეგობრებს საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა იმისთვის, რომ ასეთ ინიციატივებს სათანადო რეალისტურობით შევხვდეთ"- ეს განცხადება კი დავით უსუფაშვილს ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები






