აშშ–ის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო - იან კელი
პოლიტიკა - 15:12, 04 Aug, 2017     1096

ავღანეთშიდაღუპული ქართველის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი. განცხადებაში, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა ნათქვამია, რომ აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ოჯახს, აგრეთვე ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო.

"ჩვენ ასევე გულწრფელად ვუსამძიმრებთ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხერპლი ახლავს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. აღვნიშნავთ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ–ერთი მოწინავე კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შევასუსტებთ ძალისხმევას, რათა ავაშენოთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი”,- ნათქვამია იან კელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42