"არ მახსოვს პირველი კბილი, პირველი სიტყვა" - ეკა ხოფერია ულამაზეს ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს
სოც.მედია - 14:15, 04 Aug, 2017     7174
ჟურნალისტ ეკა ხოფერიას უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძეს იუბილარია. ანანოს დედა, ემოციურ პოსტს უძღვნის.

"ჩვენ ერთმანეთი 18 წლის წინ 4 აგვისტოს გავიცანით. ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ანანოს დავარქმევდი. ერთად ბევრი რამ გამოგვივლია. იყო 1 თვის რუსთავი ორზე რომ დავიწყე მუშაობა და 2 თვის პირველად მარტო რომ დავტოვე ბებია- ბაბუასთან. სულ მგონია, რომ დავაკელი, სულ ერთგვარი კომპლექსი მქონდა, არ მახსოვს პირველი კბილი, პირველი სიტყვა. მაგრამ პირველი გავლა მახსოვს) გამიმართლა, მაშინ შვებულება მქონდა. ამასწინათ ჩემი ნაცნობი მეკითხება, სამსახურმა მომთხოვა ვიცხოვრო ბათუმში, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ ერთი წლისაა შვილი და რა ვქნაო? რა გგონიათ, რა ვუპასუხე? არა, მეთქი, არ გიღირს. ამ დროის და ამ საათების მოკლებად არ ღირს. კი, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა სიტყვაზე ბინა, რომელიც ჩემი ფულით შევიძინე, ვერ წავიყვანდი ბევრ ადგილზე... მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით? დამქირავებელსაც უნდა სწორად დაუყენო შენი პირობები და ოჯახი, ბავშვები ყოველთვის პრიორიტეტულია. ან შეძლო და სწორად გადაანაწილო დრო. იდეაში ერთწლიანი(???) ტვ პაუზაც ამიტომაც ავიღე; გარდა იმისა, რომ მინდა ჰოლდინგი კარგად მოვაძლიერო და ასე შემდეგ, მინდა შვილებს მივხედო, მეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროს, ანანო 18 წლისაა , ეწყება მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლისა, ბიჭები 8 და 6 წლის, კარგად მინდა დავაკვირდე, ვის რა ძლიერი მხარეები აქვს, სად სჭირდებათ ჩემი დახმარება, რჩევა...

ეკა, ყველაფერს როგორ ასწრებო, მეუბნებოდნენ ხშირად. ჰოდა, არაა ასე. ყველაფერს მაგრად ვერ მოასწრებ, დგება მომენტი, როცა რაღაც პრიორიტეტიც უნდა წამოწიო წინ , მაგრამ საქმეც არ დაივიწყო, ცხადია)

ანანო კი მინდა მყარად იდგას ფეხზე, კარგი განათლება მიიღოს, იყოს დამოუკიდებელი და დარწმუნებული თავის არჩევანში, იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი!

ამასვე ვუსურვებ თქვენს შვილებს ,აკოცეთ მათ მაგრად და არ დაივიწყოთ, ისინი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!"- წერს ხოფერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42