„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ბაშაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად და ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაშია, ვაშაძე ყველა პარტიას გაერთიანებას, ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატებს კი საერთო მერობის კანდიდატის გამოვლენას პრაიმერის გზით სთავაზობს:
"ჩვენს უკან ბანერს ვერ ნახავთ, სახელწოდება ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ გვაქვს, ჩვენ გვინდა კარები მაქსიმალურად გავხსნათ. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ყველა ერთად დავიწყებთ. დავივიწყოთ ვიწრო პარტიული ინტერესები და "ქართული ოცნება დავამარცხოთ. საქართველოს ხელისუფლებაში არსებული არაფორმალური მმართველობა უნდა დავამარცხოთ, იმისთვის რომ ქვეყანამ ნორმალური განვითარება დაიწყოს. ყველა მერობის კანდიდატს და პრო დავსავლურ პოლიტიკურ პარტიას მივმართავ, გავერთიანდეთ. ვინ უნდა იყოს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე საარჩევნო სიაში, პრაიმერის გზით გადავწყვიტოთ და " ქართული ოცნება" ერთიანი ძალებით დავამარცხოთ. არც " ნაციონალურ მოძრაობას", არც " ევროპულ საქართველოს" და არც ალეკო ელისაშვილს გაერთიანების არ უნდა შეეშინდეთ. ერთ გუნდში გაერთიანებული ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს თბილისის მერობის არჩევნებზე აუცილელად დაამარცხებენ", - დასძინა ვაშაძემ.
ოპოზიციის გაერთიანების შესახებ " ახალი საქართველოს " ინიციატვას ამ დროისთვის 4 არასაპარლამენტო ოპოზციური პარტია, 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოების აქტიური წევრები გამოეხმაურნენ. პარტიებს შორის, რომლებც ოპოზიციის გაერთიანებას ემხრობიან "ევროეპლი დემოკრატებიც" არიან.
„ჩვენ არ ვასახელებთ კანდიდატს ამ ეტაპზე და ვამბობთ, რომ მზად ვართ დავასახელოთ, მაგრამ მოდით ერთად გავიაროთ ეს ყველაფერი, დაქსაქსულობა ამ ფრონტზე ხაზს უსვამს იმას, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ჩვენ ეს არ გვინდა, გვსურს, რომ იყოს ერთიანი მიდგომა, აქედან გამომდინარე ჩევარჩიოთ ერთი კანდიდატი, ვინც გაიმარჯვებს შიდა არჩევნებში“, - აცხადებს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






