ენმ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს
პოლიტიკა - 12:24, 04 Aug, 2017     1306
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს.

გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა; გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარიუკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა.

კამპანია „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

„დღეს ჩვენ ვქმნით გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს და ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა არდავუშვათ ივანიშვილის მიერ არჩევნების მორიგი გაყალბება.

გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია არ დაუშვას იმ უკანონობისა და განუკითხაობისგანმეორება, რომელიც ყველა ჩვენგანმა იხილა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ივანიშვილმა ძალადობით, უკონტროლო შავი ფულით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური მობილიზებით, სუსის საარჩევნო პროცესებშიჩართვითა და ხელისუფლებასთან სინქრონში მოქმედი ორგანიზებული კრიმინალურისამყაროს დახმარებით შეძლო საკოსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელსაც ისსაკუთარი კლანის ინტერესებისთვის, ხალხის საზიანოდ იყენებს.

ცხადია, გაყალბების ძირითადი მსხვერპლი მთავარი ოპოზიციური ძალა, ერთიანინაციონალური მოძრაობა იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ყველას გვახსოვს, როგორ დაარბიესსაარჩევნო უბნები და როგორ მოგვპარეს სანდრა რულოვსის მიერ მოგებული არჩევნებიზუგდიდის რაიონში (რისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა). გვახსოვს, როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში, ახალციხესა და მარნეულში.

მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილა გაყალბების ერთადერთი მსხვერპლი. გავიხსენოთ, რა გზით მოხვდა პარლამენტში ივანიშვილის მიერ მოწონებული და წახალისებული ღიადპრორუსული ძალა - პატრიოტთა ალიანსი, როცა ხელოვნურად, ბათილი ბიულეტინებისა დაპროცენტების მანიპულირებით მოხდა სასურველი შედეგის დასმა...

დღეს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.

დღეს საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლადაუცილებელი გარემო.

როგორ შეიძლება სამართლიანი ეწოდოს საარჩევნო გარემოს, როცა უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს პროდასავლური ოპოზიციის ორგანიზებული პოლიტიკური დევნა? როცაპრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან იძულებითდევნილობაში, ან სისხლის სამართლებრივ დევნაში?

ხალხის ნების გაყალბების მთავარი ნიშანია, როცა ივანიშვილი და მის უკან მდგომი ძალებიქართველი ამომრჩევლის მაგივრად არჩევენ, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესისმონაწილე და ვინ - არა.

სწორედ ამ მიზნით გრძელდება ოპოზიციის დევნა, რაც ეს ჩამოურეცხავი ლაქაა ოცნებისმმართველობაზე და ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისშესაძლებლობას.

რაც შეეხება გაყალბების „ტექნიკურ“ მხარეს:

ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაულიარაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესშისუსისა თუ კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვედაწყებულია. მაგალითად, ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარკაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი! გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენადჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან!

ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე ცნობილია: იმის მაგივრად, რომ დღეს კორცხელისზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობისკანდიდატია, თავად მოძალადეებს კი სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი ერთადაქეიფებენ...

ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთანერთად.

შესაბამისად, მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვთხოვთ მათ, ჩამოვაყალიბოთ გაყალბების საწინააღმდგეო ართობლივი საბჭო.

მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს - ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრიადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალურიმმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებსხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას.

თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ!

განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთანერთად” - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42