პარლამენტის თავმჯდომარე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო
პოლიტიკა - 12:04, 04 Aug, 2017     1019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს პარლამენტის და ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ის იცავდა მსოფლიო და, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში. მისმა ოჯახმა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე და ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას. საქართველოსათვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ქართველ ჯარისკაცთა გმირულ თავდადებას.

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს: კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილს, უფროს ლეიტენენტ გიგა ხახუტაშვილს და კაპრალ გეგა ხარშილაძეს“- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42