„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 10:31, 04 Aug, 2017     1066
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გერმანიის განვითარების ბანკის KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს კლაუს ვეიგელს შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მწვანე კლიმატის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს ამ მიმართულების პროექტები გააცნეს. KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წარმოდგენილ პროექტებს კომპანია უფრო დეტალურად განიხილავს.

ამჟამად, „საპარტნიორო ფონდი“ მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციას გადის, რის შემდეგაც ფონდს საშუალება მიეცემა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულების პროექტების დაფინანსებაში. გერმანიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ პროცესის ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და KfW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და უფრო დეტალური მუშაობის გაგრძელება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგეგმეს. შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საინევსტიციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42