გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველოს საკითხზე აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ იმსჯელა
პოლიტიკა - 20:20, 03 Aug, 2017     1179

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს. ამერიკელი კონგრესმენები ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

მხარეებმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

„დავბრუნდი, რათა გამემეორებინა ვიცეპრეზიდენტის ნათქვამი, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. მადლიერებას გამოვხატავ ქართველი და ამერიკელი ხალხების ჭეშმარიტი მეგობრობის გამო. ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან და მან ეს გარკვევით აღნიშნა ვარშავაში ვიზიტისას“, - აღნიშნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღინიშნა, რომ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტმა ახალი პერსპექტივები გააჩინა ორი ქვეყნის თანამშრომლობაში და საქართველო - ამერიკის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსული რევიზიონიზმის შეკავების ხედვას ასახავს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა სენატორ მაკკეინის როლი საქართველო - ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42