„აშშ-ს მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“- ჯანელიძე
პოლიტიკა - 16:47, 03 Aug, 2017     1164
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და ეს იმ სწორი პოლიტიკის დადასტურებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მთავრობის სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მაღალ დონეზე, მე გამოვიყენებდი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ეს არის დადასტურება იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში იმ ღირებულებების განმტკიცებას და გაძლიერებას, რაც გვაერთიანებს დასავლელ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ეს არის დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს დამოკიდებულება განაპირობა ასევე იმ განსაკუთრებულმა პროგრესმა , რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და ეს აღინიშნა კიდეც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა ნდობა პარტნიორების მხრიდან და დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა ყველა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან და რაც მთავარია ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან“- განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს როგორც დემოკრატიულ, ასევე ეკონომიკურ განვითარებაში.

„ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში და ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ეს მხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, შეძლოს გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და ასევე აითვისოს ახალი შესაძლებლობები,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ისტორიული უწოდა ანაკლიის პორტსა და უმსხვილეს ამერიკულ კომპანია SSA Marine-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას., რაც ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და ახალ დინამიზმსა და ენერგიას შესძენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო როგორც დროის, ასევე მისი გეოგრაფიის გათვალისწინებითაც „საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, რომლებიც აღიქმებიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მტკიცე პარტნიორებად, ეს არის დადასტურება ჩვენი ძალიან სწორი პოლიტიკის, რომელსაც ვახორციელებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში“-დასძინა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42