სანქციები არის აშშ-ს პასუხი რუსეთის ყველა იმ აგრესიულ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს მიმათ გადადგა - ქაცარავა
პოლიტიკა - 15:49, 03 Aug, 2017     1155
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

როგორც ქაცარავამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სანქციების კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი პირველად აისახა.

„აღნიშნული სანქციები არის აშშ-ს პასუხი რუსეთის ყველა იმ აგრესიულ ნაბიჯზე, რომელიც მან გადადგა აშშ-ს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს მიმათ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი პირველად აისახა რუსეთის სანქციების კონტექსტში, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგია“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ სოფიო ქაცარავამ.

“რუსეთი ყოველდღიურად დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ ქმედით ნაბიჯებშიც.

სწორედ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და პრაგმატული, მტკიცე და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით, ჩვენი შევძლებთ რუსეთის მხრიდან მომდინარე სირთულეების გადალახვას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას.

ამ კონტექტსში მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის გზავნილებში ხაზი გაესვა იმ წარმატებულ მუშაობას და სწორ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს”- განმარტა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

“ნიუპოსტი“ დაინტერესდა დგას თუ არა კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმების საკითხი რაზეც ქაცარავამ აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საკითხს არ განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42