უშიშრობის საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა არის სწორედ ის ანექსიური პოლიტიკა, ის მილიტარიზაცია, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს:
“საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა დავუპირისპიროთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მთავრობის მიერ გაჟღერებულია გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ეხება სტრატეგიულ მოთმინებას, არშესვლას კონფრონტაციაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ მზად ნებისმიერი კრიზისისთვის. იმისთვის, რომ გრძელვადიანად მოხდეს ამ რეგიონების საქართველოში რეინტეგრირება და შერიგება, იმ დიდი პირობით, რომ რეალურად ერთიან საქართველოში არის ადგილი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ყველასთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






