რამდენად მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში - IDFI-ის კვლევის შედეგები
პოლიტიკა - 10:35, 03 Aug, 2017     1078
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამ მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ჩატარებულმა კვლევამ ქალაქ ახალციხის, ბათუმის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;

2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა;

3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.

გამოკითხვაში მონაწილე საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის დონე და უნარები, რაც გარკვეულ შემთხვევებში აფერხებს წარმატებულ დიალოგს. კიდევ ერთი გამოწვევაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ შედარებით მოწინავე ვებგვერდები და ისინი აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის საშუალებებს, არ არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და ჩართულობის სისტემური მიდგომა.

შეფასებული სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას. კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები;

2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება;

3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები;

4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა;

5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42