"საქართველოს ნამდვილად გაუმართლა რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა”- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:23, 02 Aug, 2017     1235
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე ელჩ ლუკას ბეგლინგერს შვეიცარიის დაარსების დღე მიულოცა, ასევე - ისაუბრა ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტზე საქართველოში,რომელიც დეკემბერში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შვეიცარიაში გასული წლის ვიზიტი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

"მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია. შვეიცარიაში ჩემი ვიზიტისას, შვეიცარიელ კოლეგებთან განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთიანი რეგიონების შენარჩუნება-განვითარება, რადგანაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმითაღნიშნა შვეიცარიელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელთა გამოცდილების გაზიარება საქართველოს, მთის მემკვიდრეობის მდგრადობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, შვეიცარია საქართველოსთვის ბევრი გაგებით მისაბაძი მაგალითია - პატარა და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სწორედ შვეიცარიაშია მსოფლიოს ორი უდიდესი ფინანსური დედაქალაქი - ციურიხი და ჟენევა, ხოლო ქვეყანა, ზოგადად, ბიზნესის გლობალური ცენტრია.

"ჩვენ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვსურს, გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის რეგიონულ ცენტრად და მოვიზიდოთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო უკვე წარმატებით დაადგა ამ გზას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა შვეიცარიის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს მე მქონდა პატივი, მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თქვენი აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ძვირფასო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ბერნში, ამ ულამაზეს ქალაქში, მე გაშლილი ხელით დამხვდნენ და მაშინვე თავი შინ ვიგრძენი. ვიმედოვნებ, თქვენც შინ გრძნობთ თავს საქართველოში და თქვენთვის თბილისში გატარებული დრო ისევე სასიამოვნოა, როგორიც ჩემთვის - ბერნში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42