თელავში საინფორმაციო კამპანიას გრიგოლ ფერაძეს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძეც შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო.
რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალიდან ქვემო ქართლში განაგრძობენ, შმედგე კი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






