ომბუდსმენის აპარატის ორ თანამშრომელს 15-20-მა პირმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა
პოლიტიკა - 18:21, 02 Aug, 2017     2666
სახალხო დამცველის აპარატის ორ თანამშრომელს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტის დაცვის 15-20 თანამშრომელმა სხეულის დაზიანებები მიაყენეს.

„29 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ ლ.ღ.-ს და მის თანმხლებ ი.ღ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ობიექტის დაცვის 15-20 თანამშრომელმა, შედეგად ლ.ღ.-მ და ი.ღ.-მ სხეულს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. მოცემულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილება.

უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის სიახლოვეს რამდენიმე ბანკი და საკრედიტო დაწესებულებაა განთავსებული და მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერების მეშვეობით კონტროლდება, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ მოხდეს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვა, ვინაიდან, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მითუმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან.

მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაძლო ღონისძიება გაატაროს ამ ინდივიდუალური დანაშაულის გამოსავლენად, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას: დანაშაულთან ბრძოლასა და მის შემდგომ პრევენციას, მოქალაქეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას“- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42