გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები იმდენად მკაფიო იყო, რომ მას საქართველოს მხრიდან გარკვეული მოქმედება სჭირდება. პრეზიდენტი ასევე არ აპირებს პოლემიკაში შევიდეს მმართველ გუნდთან, რომელიც მის ინიციატივას აკრიტიკებს.
„სპექტრი ხედვისა საქართველოს მიმართ და გლობალურად რეგიონის მიმართ, ასე ნათლად დიდიხანია არ ყოფილა ჩამოყალიბებული და ასე მკვეთრად, ზუსტი ფრაზებით არ ყოფილა ჩამოყალიბებული. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს ასე ნათლად ნათქვამი, რა თქმა უნდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგი მომენტი, ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში და აქაც ძალიან ნათელი იყო ბატონი პენსის გზავნილი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და 2008 წლის ბუქარესტი სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს და აძლიერებს ნატოს შემადგენელი ყველაზე ძლიერი ვიცე-პრეზიდენტი, შესაბამისად პრეზიდენტის პოზიციაა. შესაბამისად გაჩნდა უფრო გლობალური ხედვის დონზე დანახული საქართველო - აშშ-ის ურთიერთობიდან გამომდინარე, რეგიონის ხედვიდან გამომდინარე, საჭიროება, რომ რაღაცნაირად უკვე პოლიტიკოსის ამ ხედვას, რომელსაც რა თქმა უნდა ხმარს ვუჭერთ, მოემსახუროს შესაბამისად შესაბამისი ინსტიტუტები და სტრუქტურები და აქედანვე მოდის ინიციატივა იმის შესახებ, რომ მოხდეს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






