"ცოტა გაურკვეველია, სრულიად გაუგებარია, რომ ისმის ასეთი კითხვები, იმიტომ რომ ინიციატივა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთოდ ალბათ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს და რა არის ის მექანიზმები რითაც შეიძლება სწრაფი იმპლემენტაცია იმ განცხადებების, რაც გაჟღერდა თბილისში ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსის ვიზიტისას და როგორ ავამოქმედოთ დამატებითი მექანიზმები იმისათვის, რომ ჩვენი დასახული მიზნები იყოს მიღწეული. ამ ვითარებაში, როდესაც განხორციელების მექანიზმზე ისმის შეკითხვა კარგია თუ ცუდია, ეს არის ცოტა გაუგებარი. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური გზა და მინდა გითხრათ, რომ სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა და მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია, მით უმეტეს ამერიკის ადმინისტრაციაში, როდესაც მათ რაღაც საკითხი აქვთ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ასეთ შემთხვევაში ინიშნება თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი, ეს მაგალითისათვის არის ისეთი თემები როგორიც არის თუნდაც იგივე ბირთვული იარაღის არ გავრცელება, თუნდაც უკრაინის საკითხი, რომელზედაც დაინიშნა სულ ახლახანს სპეციალური წარმომადგენელი, თუნდაც იგივე თუ გავიხსენებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გეოპოლიტიკურ პროექტებზე, როგორიც იყო ბაქო- თბილისი -ჯეიჰანი, როგორიც იყო ბაქო- თბილისი - ერზერუმი, მაშინ არსებობდა კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ზღვის საკითხებში, ანუ რომელიც გვეხმარებოდა იმაში, რომ ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. ეს არ არის რაღაცა სიახლე, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც ძალიან კარგად იციან დიპლომატებმა, ძალიან კარგად იციან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა და ეს არის ის რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში, ეს არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს, საუბარია იმ დამატებით მექანიზმის შექმნაზე , რომელიც მათ გაუადვილებს მუშაობას"- აცხადებს ფცხალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






