„თუ გავითვალისწინებთ მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში და მის განცხადებებს, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ პენსი როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, ბევრი ილაპარაკა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეს ნიშნავს მცდელობას, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველო -აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის საზღვარზე. ბატონი პენსი საუბრობდა საქართველოს მისწრაფებაზე გახდეს ნატოს წევრი, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
პენსმა საქართველოში ამერიკული დროშა ააფრიალა და მისი მაღალი რანგის ქართველი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ეს ყველაფერი კი რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს იწვევს მათ შორის პრეზიდენტის, აუცილებელი არ იყო ეს პრეზიდენტს გაეკეთებინა, თუმცა ასე გამოვიდა, რომ პრეზიდენტი პუტინი განახორციელებს ვიზიტს. პრეზიდენტი პუტინი ჩავა აფხაზეთში, ვფიქრობ გამონახავს დროს მოინახულოს იქ ჩვენი სამხედროები, თუ საჭირო გახდა აუხსნის აფხაზეთის მოსახლეობას რომ რუსეთთან დაკავშირებისა და რუსეთის აღიარების შემდეგ რატომ არ ემუქრება აფხაზეთს არაფერი,” - განაცხადა კონსტანტინ ზატულინმა.
მასალის გამოყენების პირობები






