ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო მედია ეხმაურება. The Washington Post იმ მესიჯებს ეხმაურება, რომელიც პენსიმ გააჟრერა. გამომცემლობა სტატიას სათაურით - "პენსი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის ქმედებებს კი გმობს“ ავრცელებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, მხარდაჭერა იმ ქვეყნებს გამოუცხადა, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს გრძნობენ.
"ვიცე-პრეზიდენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი გაუმჯობესებულ კანონპროექტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს. პენსი მიუთითებს, რომ აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება სურს, თუმცა ამისთვის მოსკოვმა ქცევა უნდა შეცვალოს," - ნათქვამია პუბლიკაციაში.
პენსის მიერ საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოხატვას „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი: "ყოჩაღ ვიცე პრეზიდენტო! პენსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“
„ალ ჯაზირას“ სტატიაში კი საუბარია იმაზე, რომ მაიკ პენსიმ კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების პირობა დადო.
მასალის გამოყენების პირობები






