ბაჩუკი ქარდავა: პოლიტიკაში ასეთი დამთხვევები არ ხდება. მაიკ პენსის ვიზიტის დრო ზუსტად არის შერჩეული
პოლიტიკა - 22:15, 01 Aug, 2017     3980
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ,,ღირსეული პარტნიორი -2017“-ის წვრთნებს და მაიკ პენსის ვიზიტს შეერთებული შტატების მხრიდან საერთშორისო პოლიტიკურ განაცხადს უწოდებს.

ერთის მხრივ, აშშ -ს ვიცე- პრეზიდენტის ვიზიტი და მეორე - ნატოს სამხდრო წვრთნები, არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის.

თვითონ ის ფაქტი, რომ ამერიკის სამხედრო ტექნიკამ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს ჩაიარა ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური გზავნილი სწორედ იმისა, რაც პენსმა გააკეთეა საქართველოში ჩამოსვლამდე ბალტიისპირეთში. კერძოდ ის, რომ მოტენეგრო, ბალიტიის ქვეყნები და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოთვლილი ქვეყებიდან მხოლოდ საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. ფაქტობრივად, უკვე გაცხადებულია მთავარი მიზანი აშშ-ს მიერ - ის რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მოკავშრედ. ეს მიანიშნეს იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში გარადაუვალია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს სურს ამტკიცოს როგორც რუსეთში, ასევე მისმა საცეცებმა საქართველოში, რომ ეს უტოპიური აზრია, საქართველო ძალიან ახლოს არის თავის სტრატეგიულ მიზანთან, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან. სწორედ აი, ამ კონტექტსში ვხედავ მე ამ ვიზიტს. ამასთან ერთად, აუცილებლად ქვეყნის საშინაო საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება: სწორედ იმ ფოზე, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს საარჩევნო კანონმდებლობის და რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის მორგებას საკუთარ თავზე, ამ ვითარებაში დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასთან მისი საუბრის დროს ეს საკითხები აუცილებლად წამოიწევს და იქნებ ამან მაინც იქონიოს გავლენა, რომ არ მოხდეს საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა. თუ ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიული საზოგადოებისკენ, ოლიგარქიული მმართველობის შესანრჩუნება საქართველოში შეუძლებელია. აი, ამ ორ ჭრილში ვხედავ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული ვიზიტი. პოლიტიკაში ასეთი დამთხვევები არ ხდება. ვიზიტის დროს არა თუ შემთხვევით, არამედ შეგნებულად არის შერჩეული. ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლება ძალიან უხვევს დემოკრატიულ გზას და მეორე - რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ რადიკალურად აქტიურდება. აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ -განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42