მაიკლ პენსმა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ინსტაგრამზე ფოტოები კომენტარებით გამოაქვეყნა:
დღის ფოტო: მე და კარენ გუშინ საღამოს ჩავფრინდით თბილისში, სადაც დაგვხვდნენ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე მაია.
დღეს პრემიერ-მინისტთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გმობს საქართველოს ტეროტორიების ოკუპაციას.

ჩვენი პროდუქტიული დისკუსიის შემდეგ, გავემართე უძველესი რწმენის სიმბოლო - სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც ავსებს საქართველო უძველეს მიწას. იქ ვიმყოფებოდით პატრიარქ ილია მეორესა და მამა გიორგისთან ერთად.
საქართველოში ჩემი ვიზიტის დასასრულს გავესაუბრე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს ,,ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, სადაც განვიხილე ჩვენი საერთო ძალისხმევა მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ქართველი ხალხის უსაფრთხოების, აღორძინებისა და თავისუფლების მხარდაჭერას.
თეთრი სახლის ოფიციალური ფოტო (ავტორი მაილს დ. კალენი)
მასალის გამოყენების პირობები






