საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უკრაინელ ჟურნალისტებთან ლაივპრესკონფერენციის ფარგლებში მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე ისაუბრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახეზეა უკანონობა და მას კანონის დარღვევით ჩამოართვეს მოქალაქეობა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სურვილია:
“მოდით, ვნახოთ რა წერია კანონში. არ შეიძლება, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს პირს, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმ მომენტისათვის, როდესაც მე მომენიჭა მოქალაქეობა, ჩემს მიმართ კანონით ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა. ანუ გამოდის, რომ იურიდიული საფუძველი ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პრეზიდენტ პოროშენკოს არ ჰქონდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ როდესაც მანიჭებდა მოქალაქეობას, ყველა გარემოება კარგად იცოდა.
ჩემი ქართული პოლიტიკიდან ჩამოცილების გეგმა ეკუთვნის პუტინს. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს. ახლა გასცეს ბრძანება, ჩამომაცილონ მე უკრაინულ პოლიტიკას. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის ის, რაც სურდა პუტინს, ამაზე უკეთესი საჩუქარს მას ვერ გაუკეთებდნენ,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






