ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები - ,,ერთ-ერთი წითელი ხაზი, რუსეთისთვის სწორედ საქართველოა“
პოლიტიკა - 18:21, 01 Aug, 2017     1597
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. ,,ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა“ - აცხადებს, ლაგაზიძე და პენსის ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:

,,მოსაზრებები პენსის ნავიზიტარს:

1. პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ - ესტონეთი; მონტენეგრო, როგორც ნატოს ყველაზე ახალი წევრი, სადაც რუსეთი სახელმწიფო გადატრიალებასაც კი ეცადა, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ჩასაშლელად და პრორუსი მთავრობის მოსაყვანად; და საქართველო - ფაქტობრივად, მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები;

2. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამოც უწესდება;

3. აგრეთვე, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, წინამორბედის გაურკვეველი პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც გაავლებს წითელ ხაზებს, ამ წითელი ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის მისცემს და ერთ-ერთი წითელი ხაზი, რუსეთისთვის სწორედ საქართველოა;

4. პენსმა გადმოგვცა, ტრამპმა დამაბარა - ამერიკა თქვენს გევრდით არის თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლაშიო. ანუ თქვენც უნდა იბრძოლოთ საერთო ღირებულებებისთვის ე.ი. დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისო. სხვანაირად არ გამოვაო.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა.

კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა. ამისთვის კი საჭიროა ჩამოვაყალიბოთ რუსეთისგან მოსალოდენლი რისკებისა და საფრთხეების ნუსხა და ამერიკელებმა გასაგებად აგვიხსნან ჩვენც და რუსეთსაც, რა კონკრეტული მექანიზმები ჩაირთვება რუსეთის მიმართ საქართველოს წინააღმდეგ ამა თუ იმ ტიპის აგრესიის თუ ჰიბრიდული ომის შემდგომი წარმოების შემთხვევაში. ასეა ეს, როცა რეალურ მხარდაჭერაზეა საუბარი“ - წერს ლაგაზიძე ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42