,,გვჭირდება მყარი მოწოდება, ის მოწოდება, რომელმაც დაასრულა ცივი ომი“ - მარგველაშვილი ოკუპაციაზე
პოლიტიკა - 15:47, 01 Aug, 2017     1210
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, რამდენიმე ათეულ კილომეტრში გაბმულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში.

"ჩვენი ღირებულებები და ცხოვრების წესი გამოწვევების წინაშე დგას. ქალბატონებო და ბატონებო, ამ მოცემულ მომენტში რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით აღმართულია მავთულხლართები, რომლებიც ხელს უშლის ჩემს თანამემამულეებს თავისუფალ მოძრაობაში. რამდენიმე კილომეტრში ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის. ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რადგან საქართველომ გადაწყვიტა ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. ეს გრძელდება უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისათვის რომ შეეჩერებინა რუსეთი, რათა არ მოქცეოდა სამეზობლოს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ამ პოლიტიკას არ გააჩნია საზღვრები, თუ მას არ შევაჩერებთ. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა გახდეს გარდამტეხი კონფრონტაციისა და პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკის დასასრულებლად! საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ევროპული განვითარების ისტორიულ საფუძველს წარმოადგენს. ეს ჩემი ქვეყნის ძველი, ისტორიული ფუნქციაა იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობა და კავშირები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ამისათვის ჩვენი თავისუფლება უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მყარი მოწოდება, რომ აღნიშნული კედელი დაინგრეს. ჩვენ გვჭირდება ის სულისკვეთება, რომელმაც ცივი ომი დაასრულა, ისე როგორც ერთერთმა გენერალმა ბრძანა -"უმაღლესი ხელოვნებაა მოიგო ომი ბრძოლის გარეშე".

ჩვენ გვჭირდება ძლიერი მმართველობა, ძლიერი პოლიტიკა ერთიანი მიუღებლობის გზავნილით, რათა თავიდან ავიცილოთ არასტაბილურობის ხანგრძლივი ერა. სხვაგვარად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა მიუღწეველია. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი ძლიერი გზავნილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლი განვითარერბის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ კავშირს. „ძალა ერთობაშია!“- აღნიშნულია საქართველოს გერბზე და მჯერა, რომ მივაღწევთ კეთილდღეობას ერთობით, ღირსეული პარტნიორობის იმ სხვადასხვა განზომილების გაღრმავებით, როგორიცაა - დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და ხალხებს შორის კავშირები, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, როგორც ჩვენი ქვეყნებისათვის, ასევე მთლიანი ევროატლანტიკური სივრცისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატებული იქნება, რათა შევქმნათ მომავალი თაობებისათვის უკეთესი მომავალი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები!“ - აღნიშნა უმაღლესმა მთავარსარდალმა.

სწავლების მონაწილე სამხედროებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42