სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მაიკლ პენსმა და მისმა მეუღლემ მე-5 საუკუნის ქართული ტაძრის სიწმინდეები მოინახულეს.
პატრიარქმა მაიკ პენსს საჩუქრად ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს თამარ მეფის ოქროს ჯვრის ასლი გადასცა.
ილია მეორემ პენსს საჩუქრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვისაც ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა.
სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაცემული ოქროს სამაჯურზე არის წარწერა: “ღმერთმა დაგლოცოთ” და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერა.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის.
„ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, - განაცხადა პროტოპროსვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






