ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს მიმართა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო ჩაჩიბაია, ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ მოგმართავთ აქ. ყველა თავისუფალი სამყაროს ლიდერის დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები აქ ამ დროს, იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვნ სამშობლოს უწევთ, ყველაზე საუკეთესონი ხართ, ამერიკელები შორს ხართ სამშობლოდან, რადგან აშშ და საქართველო გაერთიანებულნი არიან ერთიანი ღირებულებებით, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს, ამერიკის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის აყვავებისკენ და წინსვლისკენ.
ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ასევე თქვენს მისწრაფებაში გიჭერთ მხარს გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში, საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებში უნდა ვეძებოთ, საქართველოს გააჩნია უმდიდრესი კულტურა და მემკვიდრეობა, ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ ვერ წაგართვათ თვითმყოფადობა და კულტურა. საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო მოქცეული, ის ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია, მისი დანგრევის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისუფლება, გაუწოდეთ ევროპას და ამერიკას მეგობრობის ხელი და ამერიკამაც იგივე გიპასუხათ. ჩვენ თქვენს პროგრესს მაღალ შეფასებას ვაძლევთ, საქართველოს მომავალი დასავლეთშია. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის ახლა უფრო მტკიცეა ვიდრე ოდესმე და ეს წვრთნები ამას ადასტურებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას თავი დაიცვას მომავალში. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტირებას აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტი ტრამპი და აშშ ძლიერად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას მხარს. საქართველომ ბევრს მიაღწია. დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობსითვის, ასეთი წვლილისთვის ეროვნული ტავდაცვის გამყარების საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენ ტქვენს გვერდით ვდგავართ, იმიტომ რომ ქართული ანდაზა ამბობს - ძალა ერთობაშია, ჩვენი შემართება გამყარდება ერთიანობით, “, - განაცხადა მაიკ პენსიმ.
მასალის გამოყენების პირობები






