"ჩვენს ქვეყნებს თავისუფლებისთვის სწრაფვა აერთიანებს"- გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს
პოლიტიკა - 15:25, 01 Aug, 2017     1633
საქართველოს პრეზიდენტმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

ქვეყნის მეთაურმა დემოკარატიულ ღირებულებებსა და ამერიკასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მეამაყება, რომ ვხედავ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მხარდამხარ ქართულ მიწაზე ჩვენი ერების კეთილდღეობის დასაცავად #NOBLEPARTNER2017 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ. მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა შერეულ საავიაციო ბაზაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. სწავლების მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები, ინტერესები და თავისუფლებისთვის სწრაფვა აერთიანებს. დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან, რათა დაიცვან გლობალური სტაბილურობა, რითიც ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვინარჩუნებთ უსაფრთხოებას საერთო, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის. „მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ დგანან ქართულ მიწაზე. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ღირებულებებისა და ღირსებისათვის. თქვენ მხარდამხარ დგახართ ჩვენი თავდაცვისთვის. თქვენ ერთად დგახართ ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის. და ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენ ხართ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი ბრძოლა გადაიტანა თავისუფლებისათვის და ღირსებისთვის გამარჯვების ძლიერი შინაგანი რწმენით. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ეს რწმენა და დაგვიმარცხებია უძლიერესი იმპერიები. თავისუფლება ქართველებისთვის და ამერიკელებისთვის უმაღლესი ღირებულებაა. სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნები ბუნებრივი პარტნიორები არიან, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და მიზნებს იზიარებენ. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი. მათ მინიჭებული აქვთ განუყოფელი უფლებები, რომელთა შორის არის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. იმავე სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკელი ხალხის და მთავრობის დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ გზაზე ჩვენ საერთო იდეალები, მიზნები და საერთო გმირებიც კი გაგვაჩნია, როგორიც არის ჯორჯ ბალანჩინი, დიდი ალექსანდრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42