მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი ბოღმას ანთხევს.
ხატია დეკანოიძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აშშ-ში იცხოვრებს, მისი გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანასთან სამართლებრივი მოლაპარაკებები დაიწყება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და აშშ უჭერს მხარს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამ ფონზე, იუსტიციის მინისტრი, "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაპირისპირების მიმართულებით ბოღმას ანთხევს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვლავ დევნაზე.
სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოსთვის.
სამწუხაროა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამოდის სახელმწიფოებრივი ინტერესის ჭრილიდან და ის კვლავ საუბრობს შიდა ბოღმაზე, რაც მას და "ქართულ ოცნებას" აქვს,“ - აცხადებს დეკანოიძე.
თეა წულუკიანის განცხადებით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აშშ-ში იცხოვრებს, მისი გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანასთან სამართლებრივი მოლაპარაკებები დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






