ამის შესახებ სააგენტო AFP ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ზე დაყრდნობით იუწყება. ჰონგ-კონგის მთავრობა ადასტურებს ფაქტს, რომ სნოუდენმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
ამ სახელისა და გვარის ადამიანის თვითმფრინავის ბორტზე ყოფნა რუსულ სააგენტო Интерфакс-ს აეროფლოტში დაუდასტურეს. თუმცა ინფორმაციის თანახმად მოსკოვიდან სნოუდერი კუბაში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ სნოუდენმა საჯაროზე გამოიტანა ინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა და მის ექსტრადიციას მოითხოვს.
30 წლის სნოუდენი ადრე CIA-ის ტექნიკური სპეციალისტი იყო. მან ამერიკული დაზვერვის ორი საიდუმლო პროგრამა გაასაჯაროვა, რომლებიც ინტერნეტითა და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით მოქალაქეების პირადი ინმფროამაციის მოპოვებას და მათზე თვალთვალს ითვალისწინებს.
სნოუდენი აცხადებდა, რომ შესაძლო იყო მას პოლიტიკურ თავშესაფარს ისლანდიაში ან ეკვადორში მოეთხოვა. 11 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს სნოუდენის თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ, თუ იგი მოსკოვს ასეთი თხოვნით მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






