საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, - მიმართა კვირიკაშვილმა მაიკ პენსს.
მთავრობიის მეთაურმა პრეზიდენტ ტრამპის, ვიცეპრეზიდენტის, ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებებს უპრეცედენტო უწოდა.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენს ქვეყანას აქვს. აშშ დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე, როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






