საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა, რომლის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საკუთარ სიტყვაში პენსიმ კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა, დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია:
“ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა მოახდინეს 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისადმი და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რის მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოგვიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას,“ - განაცხადა პენსმა.
მასალის გამოყენების პირობები






