ყოველთვის მკაცრ პასუხს გავცემთ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე - მაიკ პენსი
პოლიტიკა - 12:05, 01 Aug, 2017     2314

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა, რომლის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საკუთარ სიტყვაში პენსიმ კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა, დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია:

„მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, იმ მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ, ძალიან დიდი პატივი იყო თქვნი სტუმრობა თეთრ სახლში და ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგევართ, საქართველოს ხალხის გვერდით, ის, რომ ამერიკა ნომერ პირველია, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავთ ამ გზაზე.

ამერიკა საქართველოს ხალხის გვერდით დგას. დღევანდელი წელი 25 წლის აღმნიშვნელია ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების კუთხით. საქართველო იმყოფება ცივილიზაციის გზაგასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, შექმნა საკუთარი ენა, ვეზიარე ქართულ სუფრას, სამზარეულოს, ქართულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური და ოსური ცეკვები და სიმღერები, ველით შეხვედრას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან.

საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, საქართველო იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი და საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთს და ევროპას. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, ჩავწვდეთ მის შემართებას, ჩევნი ძალისხმევის მობილიზება მოვახდინოთ, რათა განხორციელდეს სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაციის გამყარება. საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, ათწლეულებია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ავღანეთში. საქართველომ ავღანეთში ყველაზე მეტი სამხედრო ძალა გადაისროლა ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, 31-მა საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე შეწირა, მათი ხსოვნა მუდმივად ამერიკელების გულში დარჩება. დღეს მიმდინარეობს ხსნა გლობალური პარტნიორის, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გაამყაროს თავდაცვის უნარიანობა, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარებისა.

პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეთანხმებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ საქართველო თავდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს და ამით ნატო-ს ზოგიერთ წევრს ასწრებს, თუმცა, ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოგვიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას.

სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 20% გახლავთ ოკუპირებული ტერიტორია, აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით და ჩვენი პოზიციის გაჟღერებისთვის ხაზს გავუსვამ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა და მალე მას კანონმდებლობის სახე მიეცემა, დოკუმენტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ,რ აც რუსეთი გააუქმებს დესტრუქციულ ქმედებებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა მან შეძლოს გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები, ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში, მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთთან ბიზნესურთიერთობის გამყარების კუთხით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამ სფეროში. ჩვენ ტქვენს გევრდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშრეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშრებული, ჩვენი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ერთიანობაში“, - აღნიშნა მაიკ პენსიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42