საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსთან ერთობლივი განცხადებისას ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს ადასტურებს .
„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანიასთან SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს საუკეთესო უწოდა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლი ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა.
„ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია, ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






