,,ვისაუბრეთ სასამართლოს თემაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე და მათ შორის რუსთავი 2-ზე“ - დავით ბაქრაძე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 10:10, 01 Aug, 2017     1117
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორს საპარლლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს თემა და რუსთავი 2-ის საკითხიც:

„ჩვენი საუბრის დასაწყისიც და ძირითადი თემაც უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას, ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

ჩვენთვის ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები, იმიტომ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების პერსპექტივისთვის, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმ ნაბიჯად, რომელიც გრძელვადიანად დაიცავს საქართველოს, ამიტომ ამ თვალსაზრისით ვიცე-პრეზიდენტის მარშუტიც კი სიმბოლური იყო, ის აქ ჩამოვიდა ესტონეთიდან, ქვეყნიდან, რომელიც ასევე იდგა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე და რომელიც დღეს არის წარმატებული ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ნატო-ში გაწევრიანებამ შეუქმნა მას უსაფრთხოების და განვითარების გარანტია, აქედან მიდის მონტენეგროში, ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელშეწყობით და მონაწილეობით იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანაში, რომელმაც ასევე საკუთარი უსაფრთხოება მოძებნა ნატოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ აბსოლუტურად მკაფიო იყო პოზიცია, რომ ის გააგრძელევს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას და გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრეთ შიდა დემოკრატიაზე, შიდა დემოკრატია არ არის საქართველოს შიდა საკითხი, რადგან დემოკრატია ეს გახლავთ საუკეთესო რეცეპტი საქართველოს წარმატებისთვის, საქართველო შევა ნატო-ში და გახდება მისი წევრი მაშინ, როდესაც ის იქნება დემოკრატიული. მაშინ, როდესაც საქართველოს გვერდით დაუდგება შეერთებული შტატები, მაშინ, როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული, საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა როდესაც ის იქნება დემოკრატიული, ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, მათ შორის რუსთავი 2-ის საკითხი, სასამართლოს თემა, ოპოზიციის დევნა, დაუსჯელი ძალადობა ქვეყანაში, საკონსტიტუციო რეფორმა, არაფორმალური მმართველობა, ამ საკითხების მთელი ჩამონათვალი ეხება არა მხოლოდ შიდა ქართულ პოლიტიკას, არამედ პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალ პერსპექტივას, როგორი ქვეყანა ვიქნებით და სად იქნება საქართველოს ადგილი, ამ საკითხთან მიმართებითაც ვფიქრობ იყო სრული გაგება.

ორმაგად მნიშვნელოვანი იყოს ეს შეხვედრა, პირველი ის, რომ ცალკე შეხვდა ოპოზიციას ვიცეპრეზიდენტი, რაც არის პირდაპირი სიგნალი, რომ ოპოზიცია არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ქართული ოცნება, ამ ქვეყნის პოლიტიკას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და ეს იყოს სწორედ ჯანსაღი სიგნალი, რომელიც მივიღეთ ვიცე-პრეზიდენტისგან.

მეორე და განსაკუთრებით კარგი იყო ის, რომ ეს შეხვედრა შედგა ოფიციალურ შეხვედრებამდე. ვიცე-პრეზიდენტმა ჯერ მოისმინა ჩვენი პოზიცია, ჰქონდა მსჯელობა ჩვენთან და ამის შემდეგ ვფიქრობ, ის უკეთ მომზადებული შეძლებს საუბარს ყველა ამ თემაზე ოფიციალურ შეხვედრებზე. საქართველოს სჭირდება ჩვენი პარტნიორებისგან გულახდილობა, მათ შორის მეგობრული კრიტიკა, მათ შორის მეტის მოთხოვნა, ეს არის ნაწილი იმის, როგორ უნდა გახდეს საქართველოს უკეთესი “, - განაცხადა დავით ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42