"Georgia First და America next, ამაზე შევჯერდით" - დავით უსუფაშვილი მაიკ პენსისთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 10:06, 01 Aug, 2017     2060

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დასრულდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი განცხადებით მთავარი გზავნილი მაიკ პენსის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.

„ყველა საკითხს შევეხეთ, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, მე შევთავაზე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე, მათი მხრიდან თუ არის America First და Georgia next, ჩვენი მხრიდან იქნება Georgia First და America next. ამაზე შევჯერდით, ეს ნიშნავს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, რის გარეშეც ვერ შევძლებთ იმ როლის შესრულებას, რასაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს ჩვენში. ეს არის სწორი და კარგი ქვეყნის, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვისაც. ყურადღება გამახვილდა შიდა დემოკრატიული პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებზე, ჩვენ ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს კონსოლიდაციის არჩევნები და შემდგომი დაყოფის არჩევნები, ამისთვის აუცილებელია შეჯერება კონსტიტუციურ საკითხებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42