მაიკ პენსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
პოლიტიკა - 09:20, 01 Aug, 2017     1123

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. შეხვედრაზე ოთხი პოლიტიკური პარტიის ლიდერები - „ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია, „შენების მოძრაობიდან“ დავით უსუფაშვილი და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე იმყოფებიან.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იმ თემებზე საუბრობს, რომელსაც ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განიხილავს.

„ვისაუბრებ პოლიტიკურ დევნაზე. იმაზე, რომ სასამართლო სისტემა რეალურად გამოიყენება როგორც იარაღი დევნისა ოპონენტების მიმართ, მედია თავისუფლების შეზღუდვაზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით შეხვედრის დროს მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოება იქნება.

„ამერიკის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამ თემაში შედის ერთობლივი ნაბიჯები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ასევე, ამ თემაში მოვიაზრებთ ნატო-ში გაწევრიანებას, რაც არის მუდმივმოქმედი გარანტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ კი შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან ერთად ყურადღებას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილებს.

„ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ისეთ ფაქტორზე, როგორიც არის ინსტიტუციური მმართველობის მოშლა. ძალაუფლების დიდი რაოდენობით კონცენტრირება მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში და არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42