„ამ ვიზიტს როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული დატვირთვა აქვს“ - ირაკლი სესიაშვილი მაიკლ პენსის სტუმრობაზე
პოლიტიკა - 18:41, 31 Jul, 2017     1236

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ პენსის ვიზიტს ხელისუფლებისთვის აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული დატვირთვა:

„ზოგადად მსოფლიოში არის საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა და ამ ფონზე შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოში დომინანტი, ძალიან ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა, არის ჩვენთვის არამხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენთვის ეს არის ქვეყნის პერსპექტივების გაძლიერების, განვითარების და სასურველ სივრცეში შესვლის ძალიან სწორი და კარგი საშუალება. დონალდ ტრამპის არჩევის შემდგომ მოკლე პერიოდში მოხერხდა ჩვენი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მასთან, ამის შემდეგ კონგრესმა მიიღო არაერთი რეზოლუცია, განცხადება, რომელიც პირდაპირ საქართველოს მხარს უჭერდა, თავდაცვის, უსაფრთხოების სექტორში საქართველო შეერთებულ შტატებთან გამორჩეულად თანამშრომლობს, აქ აღარ არის საუბარი უბრალოდ ჩვენს პარტნიორობაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვართ მართლაც ერთი გუნდის ნაწილი.

ამ ვიზიტთან ერთად ტარდება სამხედრო წვრთნები ნატო-ს ფარგლებში - „ღირსეული პარტნიორი“, სახელწოდება თავისთავად უკვე გამოხატავს დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ, ეს ყველაფერი ხდება ჩვენთან და ხდება ჩვენივე უსაფრთხოების, ჩვენივე დემოკრატიის, ახალ ოჯახში, დემოკრატიულ სივრცეში შესვლისთვის, ეს არის გამორჩეული წინაპირობა. ამ ვიზიტს ჩვენთვის აქვს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დატვირთვა და ველოდებით, რომ ამ შეხვედრებიდან პრაგმატულ შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42