პენსის ვიზიტთან დაკავშრებით თბილისში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად უსაფრთხოების კუთხით სრულიად მზად არის.
”ყველანი მობილიზებულები ვართ და ქალაქში არის დაცვის საკმაოდ მაღალიუზრუნველყოფა. რუსთაველის გამზირი იკეტება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან ხვალ 16:00 საათამდე, ასევე შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს მივმართეთ დადღეს იქ ვერც ერთ ავტომობილს ვერ ნახავთ. არავითარი საფრთხე არ არის და არანაირიინფორმაცია არ შემოსულა”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, თბილისში დაახლოებით უახლოეს წუთებში ჩამოფრინდება.
ამ დროისათვის პუშკინის სკევრში იკრიბებიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები. ამ დღისთვის საგანგებოდ რამდენიმე ღონისძიებაც დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები






